ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა Georgia Capital-მა ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესი ახალ პარტნიორი შემოიყვანა.
როგორც Georgia Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარია კომპანია Global Beer Georgia-ზე, რომელიც თავის მხრივ „ყაზბეგის“, „შავი ლომის“, „აისის“ და ასევე საქართველოში Heineken-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია. გარიგების შედეგად კომპანიის შემსყიდველი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კორპორაცია Royal Swinkels-ი გახდა.
ევროკავშირის მასშტაბით Royal Swinkels-ი ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. Royal Swinkels-ის უმსხვილეს ბრენდებს შორისაა Bavaria და Swinkels-ი.
ტრანზაქცია შედგება ერთობლივი კომპანიის მეშვეობით, რომელიც ნიდერლანდებში იქნება დაფუძნებული. Dutch Holdco-ში Georgia Capital-ი მინორიტარი აქციონერის სახით იქნება და აქციათა 20%-ს გააკონტროლებს, ხოლო Royal Swinkels-ი კომპანიის 80%-ის მფლობელი იქნება.
შეთანხმების მიხედვით, Royal Swinkels-ი სამომავლოდ Global Beer Georgia-ს დარჩენილი 20%-იანი წილის გამოსყიდვასაც შეძლებს.
როგორც Georgia Capital-ში განმარტავენ, ტრანზაქცია შეესაბამება GCAP-ის კაპიტალის საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კერძო აქტივების სრული საინვესტიციო ციკლის კიდევ ერთ წარმატებულ ტრანზაქციას.
Georgia Capital-ის ინფორმაციით, Global Beer Georgia-ს 80%-იანი წილის რეალიზაციით მისაღები შემოსავლის მოცულობა 63 მლნ დოლარია. გარიგების საბოლოოდ გასაფორმებლად საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანხმობაა საჭირო, რომელიც კომპანიამ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.
უახლესი
5 საათის წინ
„ნიშატო“ გაფართოებას გეგმავს