დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლუდის წარმოება 9%-ით გაიზარდა

ლუდის წარმოება 9%-ით გაიზარდა

28-04-2023 09:20:37

 

წინასწარი მონაცემებით 2022 წელს საქართველოში 12031,0 ათასი დეკალიტრი ლუდი აწარმოეს, რაც 2021 წლის ფაქტთან შედარებით 9%-იან ზრდას აჩვენებს.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში 11 066,6 ათასი დეკალიტრი ლუდი აწარმოეს..

პანდემიის პერიოდში, ლუდის წარმოება შემცირდა და 2020 წლის მონაცემებით 10 807,1 ათასი დეკალიტრი შეადგინა, ხოლო პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წელს 10 239,9 ათასი დეკალიტრი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით ქვეყანაში 17%-ით მეტი ლუდი აწარმოეს,  ხოლო 2020 წელთან შედარებით კი 11%-ით მეტი. 

რაც შეეხება ლუდის წარმოებას ღირებულებით ჭრილში, სახეზეა, რომ წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს წარმოებული ლუდის საერთო ღირებულება 284 936,2 ათასი ლარი იყო.

2021 წარმოებული ლუდის ღირებულება - 213 607,4 ათასი ლარი, 2020 წელს წარმოებული ლუდის - 200 461,9 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს წარმოებული ლუდის ღირებულებამ 180 471,0 ათასი ლარი შეადგინა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები