დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლუდის მწარმოებელი TOP-5  კომპანია - ვინ არიან მფლობელები

ლუდის მწარმოებელი TOP-5 კომპანია - ვინ არიან მფლობელები

30-10-2023 11:30:22

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ლუდის მწარმოებელი კომპანიები ცნობილია. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP- 5 ლუდის მწარმოებელი კომპანია გამოიკვეთა: 

  • სს ქართული ლუდის კომპანია
  • შპს გლობალ ბიერ ჯორჯია
  • სს არგო
  • შპს ლუდი ბათუმური
  • სს ლომისი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

სს ქართული ლუდის კომპანია - 2011 წელს არის დაფუძნებული. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს.  თავმჯდომარე/წევრი: შალვა ჩოჩელი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ანა ჩოჩელი, წევრი: საშა ტერნესი, 01017041575 /გერმანია/ . კომპანიის დირექტორია კახაბერ კოტრიკაძე. 

შპს გლობალ ბიერ ჯორჯია - 2014 წელს დაფუძნდა. 100%-ის მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება სს ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი. 

სს არგო - 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიას მართავს სამეთვალყურეო საბჭო:  თავმჯდომარე/წევრი: ინა სულხანიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ჰაროლდ ჰენრიკუს მარია ვან ლიტსენბურგ, /ნიდერლანდები/    წევრი: ჯორჯ ამზაშვილი, /აშშ/ ;  წევრი: გიორგი ახალაძე, წევრი: კორნელის გერარდუს ვამმეს, /ნიდერლანდები/ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ვასილი სულხანიშვილი. 

შპს ლუდი ბათუმური - 1998 წელს დაფუძნდა.  კომპანიის 100%-ს ნანა ჯანელიძე ფლობს. კომპანიის  ფინანსური დირექტორია- როინ ხალვაში, ხოლო გენერალური დირექტორი - ნანა ჯანელიძე. 

სს ლომისი - 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ჯან ჩაქა,  /თურქეთი/  თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გოქჩე იანასმაიან, /თურქეთი/   წევრი: ილდირაი ეფილ,  /თურქეთი/  წევრი: ბანუ ფატმა ართუზ, /თურქეთი/. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები