ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 61,1 ათასი ტონა, რაც 11,1 ათასი ტონით ანუ 22,2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (50,0 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 7 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 27,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 44,4%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან: ერაყი - 19,4 ათასი ტონა (31,7%); თურქეთი - 13,1 ათასი ტონა (21,4%); აზერბაიჯანი - 1,4 ათასი ტონა (2,3%); თურქმენეთი - 0,1 ათასი ტონა (0,2%);
2023 წლის იანვარ-ივლისის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 31,50 ათასი ტონა, რაც 9,66 ათასი ტონით ანუ 44,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (21,84 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 7 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6% (31,36 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.
უახლესი
30 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს