გალტ & თაგარტის 10–14 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ორი უმსხვილესი ქართული ბანკის აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 27.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.36% წინა კვირასთან შედარებით და +7.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 533 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.45 - 28.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 113 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.42% წინა კვირასთან შედარებით და - 5.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 240 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.90 - 22.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.77 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.30% წინა კვირასთან შედარებით და +5.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 2607 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.25 - 7.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 181 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
28 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს