გალთ & თაგარტის მიმოხილვის თანახმად, 20–24 მარტის კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე, კვირის ჭრილში გაძვირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 25.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.64% წინა კვირასთან შედარებით და -8.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 611 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.30 - 26.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 126 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.37% წინა კვირასთან შედარებით და - 7.89% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 238 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.55 - 22.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.22% წინა კვირასთან შედარებით და -5.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.30 - 7.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი