თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,ლისი თაუერსი" კომპლექსურ მშენებლობის პროექტს ახორციელებს. სამი 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობა ამ ეტაპზე დაწყებულია და მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.
როგორც კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ხუციშვილი Business Insider Georgia- განმარტავს, მსგავსი პროექტი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე დიდი იშვიათობაა.
„საცხოვრებელი კომპლექსი მრავალპროფილურია და მოიცავს ფაქტობრივად ყველა სერვისს, რაც მობინადრეებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. პროექტის მიხედვით, სამი 15-სართულიანი კორპუსი აშენდება. ტერიტორიაზე იგეგმება ჰიპერმარკეტების, გასართობი და საკვები ზონების აშენება. პირველი 4 სართული კომერციულ ფართებს დაეთმობა, დანარჩენი 11 სართული საცხოვრებელ ბინებია. მოეწყობა მიწისქვეშა ორი პარკინგი (200-ზე მეტი საპარკინგე ადგილი).
ასევე მცხოვრებთათვის გათვალისწინებულია აუზი, სამი სახეობის სპა, დახურული და ღია ზონები ბავშვებისთვის. ტერიტორიაზე იფუნქციონირებს კომერციული საბავშვო ბაღი, დამონტაჟდება უახლოესი დაცვის სისტემები 24-საათიანი მონიტორინგით, სასტუმროს ტიპის ლობი, ასევე რეკრეაციული ზონები, ეკოლოგიური საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, დაირგვება რამდენიმე ჯიშის ხე და მცენარეები", - ამბობს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი სეისმომდგრადობის კუთხით ძალიან საიმედო და უსაფრთხოა.
როგორც მარიამ ხუციშვილი აღნიშნავს, მსგავსი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ქართული ბაზრისთვის იშვიათია. მისი ინფორმაციით, მოთხოვნა უკვე აქტიურია და სრულად მშენებლობა 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამივე კორპუსი ერთდროულად, თეთრი კარკასით ჩაბარდება.
უახლესი
3 საათის წინ
დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა8 საათის წინ
არჩილ გაჩეჩილაძე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება