დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიბერთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

ლიბერთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

18-05-2023 18:00:05

Fitch Raitings-ის მიერ ლიბერთისთვის გრძელვადიანი რეიტინგის მინიჭება, საქართველოში ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება, ის თემებია, რომლებიც ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ფინანსურმა დირექტორმა ვატო ბაბუნაშვილმა Business Insider Georgia-თან შეაფასა.

 

  • ბატონო ვატო, საერთაშორისო- სარეიტინგო სააგენტო Fitch Raitings-მა „ლიბერთის“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა. თავად „ლიბერთი“ როგორ აფასებს ამ ფაქტს?

 

ამ ფაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საკრედიტო რეიტინგის მინიჭებამდე ქვეყნდება დეტალური ანგარიში, იმის შესახებ, ფინანსური ინსტიტუტი თუ როგორი დინამიკით ვითარდება. შესაბამისად, შემდეგ ხდება ამ ორგანიზაციისთვის რეიტინგის მინიჭება. Fitch-მა ერთი თვის წინ შეისწავლა და გააანალიზა ლიბერთის ერთი წლის შედეგები და ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურისკენ შეცვალა. ეს ნიშნავს, რომ ბანკის დეპოზიტარებს, ინვესტორებსა და პარტნიორ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს მომავალში მხოლოდ დადებითი მოლოდინი ექნებათ.

 

  • როგორ აისახება ეს სიახლე ბანკის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე?

 

Fitch -მა ლიბერთისთვის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესებისას, სამი ძირითადი კრიტერიუმი გააანალიზა: მომგებიანობა, აქტივების ხარისხი და დაფინანსების წყაროები, რაც ერთმნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის სტაბილურიდან პოზიტიურისკენ შეცვლა ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო დადებით დინამიკას ელოდებიან. ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში და ხელმისაწვდომია ჩვენი მომხმარებლისთვის.

 

  • როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი. მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება იმის განმარტება, თუ რას ნიშნავს აღნიშნული ცვლილება და როგორ იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთებზე?

 

ამის მოლოდინი ნამდვილად იყო, რადგან დადებითი დინამიკაა და ბოლო დროს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მთავარი გამოწვევა იყო ინფლაცია. არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ინფლაციის დონე მაღალია. ახლაც აშშ-ში ინფლაცია 5%-ია, ხოლო ევროზონაში 7%.

საქართველოში ინფლაციის დინამიკის ტრენდი კარგია. კერძოდ, აპრილში ინფლაცია მხოლოდ 2,7%-ია, ხოლო ეროვნული ბანკის პროგნოზი წლის განმავლობაში 3%-ია. გარე ფაქტორებმა თუ არ იმოქმედეს, წლის განმავლობაში ვითარების კიდევ უფრო დასტაბილურებას ველოდებით.

ამ ნიშნულზე გავლენას ახდენს ექსპორტიც, რამაც 24% შეადგინა. ინფლაციის შემცირებაზე გავლენა აქვს სხვა დადებით ფაქტორებსაც და ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონი ჯერ კიდევ წინ არის. ივნისის შუა რიცხვებიდან უფრო მეტად იზრდება ვიზიტორების რაოდენობა.

წლის დასაწყისში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობდნენ, ახლა დარწმუნებულები ვართ, რომ ზრდა 6,5% იქნება. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოხდა მონეტარული განაკვეთის 0,5%-ით 10,5%-მდე შემცირება. ვფიქრობ, ეს განაკვეთი, საქართველოში არსებულ რეალობასთან მიმართებით ჯერ კიდევ მაღალია და თუ მონეტარული განაკვეთის ეტაპობრივად შემცირება მოხდება. ვფიქრობ, ამ ფაქტორს საბანკო სექტორში, სესხებზე დღეს არსებულ განაკვეთებზე შემცირების კუთხით ექნება გავლენა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები