დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიანდაგზე გადაადგილება აკრძალულია როგორც ფეხით მოსიარულე პირებისთვის, ისე ნებისმიერი არასარკინიგზო ტრანსპორტისთვის - საქართველოს რკინიგზა

ლიანდაგზე გადაადგილება აკრძალულია როგორც ფეხით მოსიარულე პირებისთვის, ისე ნებისმიერი არასარკინიგზო ტრანსპორტისთვის - საქართველოს რკინიგზა

15-07-2024 14:08:00

ლიანდაგზე გადაადგილება აკრძალულია როგორც ფეხით მოსიარულე პირებისთვის, ისე ნებისმიერი არასარკინიგზო ტრანსპორტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული. 

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, 13 ივლისს საქართველოს რკინიგზის ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთზე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება ლიანდაგებზე ცდილობდა გადაადგილებას.

„განვმარტავთ, რომ ლიანდაგზე გადაადგილება აკრძალულია როგორც ფეხით მოსიარულე პირებისთვის, ისე ნებისმიერი არასარკინიგზო ტრანსპორტისთვის და შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მფლობელს გამოძიების დასრულებამდე ჩამოართვა. მოგმართავთ თხოვნით დავიცვათ უსაფრთხოების წესები და არ დავუშვათ მძღოლის და მგზავრების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები