დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
LG-მ თავისი პირველი კეცვად ეკრანიანი ლეპტოპის გაყიდვა დაიწყო

LG-მ თავისი პირველი კეცვად ეკრანიანი ლეპტოპის გაყიდვა დაიწყო

27-09-2023 12:20:26

კორეულმა კომპანია LG-მ თავისი პირველი ჰიბრიდული ლეპტოპის გაყიდვა დაიწყო, რომელსაც კეცვადი ეკრანი აქვს. ამის შესახებ გამოცემა Android Authority წერს. 

Gram Fold-ს 17 დუიმიანი OLED დისპლეი აქვს 2560×1920 პიქსელის გარჩევადობით, რომელიც თავის მხრივ ტრანსფორმირებისას 12 დუიმიან დიაგონალურ ეკრანად გარდაიქმნება.

ბაზარზე ახლად გამოტანილ კომპიუტერს eკრანის მეორე ნახევარზე ვირტუალური კლავიატურის გამოტანის ფუნქცია აქვს. იმავდროულად, LG-მ აღნიშნა, რომ მომხმარებლებს ლეპტოპთან ფიზიკური Bluetooth კლავიატურის დაკავშირებაც შეეძლებათ.

კომპანიამ აღნიშნა, რომ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორც ლეპტოპად, გარე მონიტორად ან პლანშეტად. Gram Fold-ი მხარს უჭერს სტილუსთან მუშაობას. გაშლისას აპარატის სისქე 9,4 მილიმეტრია, ლეპტოპი იწონის 1,25 კილოგრამს.

LG Gram Fold-ს მე-13 თაობის Intel Core i5−1335U პროცესორი, Iris Xe გრაფიკული ამაჩქარებელი, 16 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 512 გიგაბაიტიანი NVMe მყარი დისკი, სამი სტერეო დინამიკი, Bluetooth 5.1, Wi-Fi 6E აქვს. კომპიუტერის ფასი 4,99 მილიონი ვონი იყო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები