ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ესწრებოდა.
სამუშაო ფორმატში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მაჩვენებლები, არსებული პროგნოზები და ისაუბრეს იმ გეგმებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს ეკონომიკური ზრდისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორების მნიშვნელოვან მიმართულებებზე, მათ შორის ისაუბრეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის განვითარებაზე და იმ პროექტებზე, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ამ კუთხით აქტიურად მუშაობს.
უახლესი
2 საათის წინ
როდის ეყოლება თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი3 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა