მედიანური ხელფასი რომ ავიღოთ, რომელიც ზუსტი მონაცემია, საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 712 ლარის ოდენობით, 2022 წელს იყო 1543 ლარი და 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით არის 1855 ლარი, რაც 2,6-ჯერ მეტია ვიდრე ეს იყო 2012 წელს - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა ნაციონალური მოძრაობის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. შესაბამისად, მისი თქმით, ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად - სპეკულაციაა.
უახლესი