დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კვირის სხვა დღეებთან შედარებით,  Weekend-ზე ორჯერ მეტი მოთხოვნაა - ,,ასტრა პარკი“

კვირის სხვა დღეებთან შედარებით, Weekend-ზე ორჯერ მეტი მოთხოვნაა - ,,ასტრა პარკი“

24-09-2023 08:18:35

უნივერსალური გასართობი სივრცის - ,,ასტრა პარკის“ სერვისებზე მოთხოვნა ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია. განსაკუთრებით უქმე დღეებში, გართობის მოყვარულებისთვის იგი რჩება სივრცედ, სადაც მაღალი ხარისხის სერვისის მიღება ნებისმიერი ამინდის პირობებში შესაძლებელია.

Business Insider Georgia - თან კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის ზრდას განაპირობებს დახვეწილი ინფრასტრუქტურა, ევროპული ავტომობილები და გადახურული ტრეკები, რომელსაც ამიერკავკასიის მასშტაბით ანალოგი არ აქვს.

„გართობის სერვისთან ერთად, აქტიურად ვეწევით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ვთავაზობთ სივრცეს, სადაც ყველა თაობის ადამიანი თავის საყვარელ გართობას პოულობს. განსაკუთრებით უქმე დღეებია დატვირთული, 2-ჯერ მეტი მოთხოვნაა. ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ მოქალაქეები ცდილობენ, ჩვენთან დაისვენონ და გაერთონ, მიიღონ ბევრი პოზიტივი, რაც ძალების აღდგენაში ეხმარება. ,,ასტრა პარკის“ დიდი უპირატესობა გამორჩეული და დახვეწილი ინფრასტრუქტურაა, განსაკუთრებით გადახურული ტრეკები, ამინდი არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, ახალგაზრდებს აქ მაქსიმალური სიამოვნების და ულევი ადრენალინის მიღება შეუძლიათ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ,,ასტრა პარკის“ სავიზიტო ბარათია ამიერკავკასიაში ერთადერთი გადახურული ტრეკია, რომლის მსგავსი განვითარებულ ქვეყნებშიც კი იშვიათობაა. მრბოლელები აღჭურვილნი არიან ჩაფხუტებითა და კისრის დამცავი სპეციალური კორსეტებით.

სარბოლო მანქანები ფრანგული ფირმა SODIKART-ის წარმოების RT8 მოდელია, რომელსაც გააჩნია ჰონდას 270 კუბიანი ძრავი და მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.

„ასტრა პარკის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადახურული ტრეკი პირველად 2007 წელს მოეწყო საქართველოში. კომპანია სტაბილურად 20 ადამიანს ასაქმებს.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები