საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი (924.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.4%-ით (74.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.1% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები შემცირდა:
პოლონეთი - კლება -17.65%; ივნისში პოლონეთიდან საქართველოში $2.58 მილიონი გადმოირიცხა.
რუსეთის ფედერაცია - კლება - 44.13%. ივნისში რუსეთიდან საქართველოში $129.31 მილიონი გადმოირიცხა.
ყაზახეთი - კლება - -0.52%. ივნისში ყაზახეთიდან საქართველოში $17.17 მილიონი გადმოირიცხა.
ყირგიზეთი - კლება - 45.92%. ივნისში ყირგიზეთიდან საქართველოში $3.77 მილიონი გადმოირიცხა.
აზერბაიჯანი - კლება - 24.70%. ივნისში აზერბაიჯანიდან საქართველოში $3.42 მილიონი გადმოირიცხა.
სომხეთი - კლება - 59.10% ივნისში სომხეთიდან საქართველოში $1.61 მილიონი გადმოირიცხა.
ტაჯიკეთი - კლება - 47.48%. ივნისში ტაჯიკეთიდან საქართველოში $1.48 მილიონი გადმოირიცხა.
უზბეკეთი - კლება -25.73%. ივნისში უზბეკეთიდან საქართველოში $1.10 მილიონი გადმოირიცხა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია