დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნები, საიდანაც საქართველო ვაშლს ყიდულობს 

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ვაშლს ყიდულობს 

07-08-2024 10:00:00

საქართველოში ვაშლის იმპორტი 134%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 6,951.27 ტონა ვაშლი იყიდა, რაშიც 4,894.28 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ვაშლის იმპორტმა 2,970.85 ტონა შეადგინა.

საქართველოში იმპორტირებული ვაშლის 41%-ი თურქეთზე, ხოლო 35%-ი უკრაინაზე მოდის.

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ვაშლის იმპორტი სულ 9 ბაზრიდან განხორციელდა: 

თურქეთი - 2,870.84 ტონა,

უკრაინა - 2,472.32 ტონა,

ირანი - 622.08 ტონა,

სომხეთი - 612.81 ტონა,

აზერბაიჯანი - 131.20 ტონა,

 პოლონეთი - 119.92 ტონა,

მოლდოვა - 80.50 ტონა,

რუსეთი - 31.51 ტონა,

ნიდერლანდები - 10.08 ტონა. 

ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში ვაშლის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2011 წელს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 13,969.07 ტონა ვაშლი იყიდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები