2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებულ ოქროს მოცულობა 20%-ით არის შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ექსპორტზე 0.69 ტონა ოქრო გაიტანა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0.86 ტონა, შესაბამისად კლება 19,7%-ითაა შემცირებული. ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს 96%-ი ექსპორტზე შვეიცარიაში გავიდა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებულ ოქრო გაიტანა:
2024 წლის 3 თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს საერთო ღირებულება 21,498.57 ათასი დოლარი იყო.
ბოლო წლების სტატისტიკით, ქვეყნიდან ოქროს ექსპორტი მზარდია. 2023 წელს საქართველომ ექსპორტზე 2.72 ტონა ოქრო გაიტანა, რაც 1,5%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებლებზე.
ბოლო 15 წლის სტატისტიკით კი ქვეყანამ ოქროს ექსპორტის რეკორდი 2010 წელს დაამყარა, როდესაც საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 7.19 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებულ ოქრო გადაიზიდა.
უახლესი
10 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა15 წუთის წინ
„ჩიკორმა“ საახალო ბოქსების წარმოება დაიწყო55 წუთის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ Touch Summit-ს წელს1 საათის წინ
ციტრუსის ექსპორტი 78%-ითაა გაზრდილი