თაფლის ექსპორტი 64%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 215.26 ათასი დოლარის ღირებულების 23.79 ტონა ნატურალური თაფლი გაიტანა. ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგურ პერიოდში ქვეყნიდან 66.63 ტონა თაფლი გავიდა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქართული თაფლისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია, რადგანაც სწორედ აზერბაიჯანზე მოდოს თაფლის ექსპორტის 32%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თაფლს ყიდის:
აღსანიშნავია, რომ წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 1.12 ტონა თაფლის ექსპორტი მოხდა, რაც მთლიანად თაფლის ექსპორტის 5%-ია.
საგულისხმოა, რომ საქართველოს თაფლის ექსპორტის რეკორდი 2022 წელს დაამყარა, როდესაც საზღვარგარეთის ბაზებზე 1,175.58 ათას დოლარის ღირებულების 258.18 ტონა თაფლი გაყიდა.
უახლესი