დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნები, სადაც საქართველო ოქროს ყიდის

ქვეყნები, სადაც საქართველო ოქროს ყიდის

10-09-2024 11:00:00

საქართველოდან ოქროს ექსპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 58,348.41 ათასი დოლარის ღირებულების 1.54 ტონა ოქრო გავიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე 2.72 ტონა ოქრო გავიდა. შესაბამისად კლება 43%-ია. 

2024 წლის შვიდ თვეში ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით საქართველოდან სულ 3 საექსპორტო ბაზარზე შევიდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის 92%-ი შვეიცარიაზე მოდის.

ქვეყნები, სადაც საქართველო ოქროს ყიდის:

  • შვეიცარია - 53,091.40 ათასი დოლარი - 1.42 ტონა;
  • თურქეთი - 4,410.18 ათასი დოლარი - 0.10 ტონა;
  •  არაბთა გაერთიანებული საამიროები - 846.83 ათასი დოლარი - 0.02 ტონა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ოქროს ექსპორტი 2009 წლიდან ფიქსირდება, თუმცა მისმა ექსპორტმა მის ისტორიულ მაქსიმუმს 2010 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 7.19 ტონა ოქრო გაიტანეს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები