დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნები, სადაც საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს ახდენს

ქვეყნები, სადაც საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს ახდენს

23-10-2024 17:00:00

საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტიდან წელს 49 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 1,104,767.30 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, რაც 25%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. 2023 წლის 9 თვეში საქართველოდან 1,468,188.08 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. 

რაც შეეხება ფულად გამოსახულებაში ელექტროენერგიის ექსპორტს 2024 წლის 9 თვეში ექსპორტირებული ელექტროენერგიის საფასურმა 48,998.35 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 95,737.44 ათასი დოლარი.

თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის ექსპორტი შედარებით მაღალ დონეზე მაისიდან ივნისის ჩათვლით ფიქსირდება, თუმცა მიმდინარე წელს ექსპორტმა მაქსიმუმს ივნისში მიაღწია, როდესაც ერთ თვეში ქვეყნიდან 419,202.00 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია გავიდა.

საგულისხმოა, რომ გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე საქართველოს ექსპორტი ძირითადად 4 ბაზარზე უწევს, თუნდა ლიდერი ამ მიმართულებით მაინც თურქეთია.

საქსტატის საიტზე ქვეყნების მიხედვით ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობები ხელმისაწვდომი და საჯარო არ არის, თუმცა ღირებულების მიხედვით თურქეთო უპირობო ლიდერია.

ქვეყნები, სადაც საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს ახდენს:

  • თურქეთი - 40,147.67 ათასი დოლარი,
  • სომხეთი - 6,001.10 ათასი დოლარი,
  • აზერბაიჯანი - 2,703.12 ათასი დოლარი,
  • რუსეთი - 146.45 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები