მშენებლობის ტემპის ზრდის პარალელურად მზარდია ქვეყანაში იმპორტირებული ცემენტის მოცულობაც.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 735,320.26 ტონა ცემენტი იყიდა, რაშიც 52,758.66 ათასი დოლარის გადაიხადა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების ფონზეა ნათელია, რომ ქვეყანაში ცემენტის იმპორტი 20%-ითაა გაზრდილი.
2022 წლის 9 თვეში ქვეყანამ 612,802.35 ტონა ცემენტის იმპორტი განახორციელა.
ქვეყანაში ცემენტის იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, თუმცა არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ 2023 წლის ბოლოს ქვეყანაში ცემენტის იმპორტი 2022 წლის მჩვენებლებს გადაუსწრებს. 2022 წელს ქვეყანაში 853,628.42 ტონა ცემენტის იმპორტი დაფიქსირდა.
2023 წლის 9 თვის სტატისტიკით ქვეყანამ ცემენტის იმპორტის 84%-ი აზერბაიჯანიდან განახორციელა. 9 თეში ცემენტის იმპორტი სულ 6 ბაზრიდან ფიქსირდება.
ქვეყნები, სადაც საქართველო ცემენტს ყიდულობს:
უახლესი
34 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს53 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”