დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 21%-ითაა შემცირებული

ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 21%-ითაა შემცირებული

19-06-2024 14:00:00

ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 21%-ითაა შემცირებული. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 65 455 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 82 841  მსუბუქი ავტომობილის=.

რაც შეეხება იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ჯამურ ღირებულებას აქ კლება 23%-ია. 2024 წლის 5 თვეში ქვეყანაში 967,364.34 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაფიქსირდა, 2023 წლის 5 თვეში კი 1,262,459.02 ათასი დოლარის. 

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 71%-ი საქართველოში აშშ-დან შემოვიდა. 

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ მსუბუქი ავტომობილები იყიდა:

აშშ - 46,226.00 ცალი  - 549,952.35 ათასი დოლარი;

იაპონია - 9,975.00 ცალი - 138,778.09 ათასი დოლარი;

გერმანია - 2,788.00 ცალი - 139,257.52 ათასი დოლარი;

კორეა - 1,469.00 ცალი - 20,244.46 ათასი დოლარი;

ჩინეთი - 1,119.00 ცალი - 18,598.00 ათასი დოლარი;

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები