დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 62%-ი რუსეთზე მოდის

ქვეყანაში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 62%-ი რუსეთზე მოდის

21-11-2023 16:00:43

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი 3%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 928,634.11 ათასი დოლარის ღირებულების 1,141,455.67 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 1,111,300.76 ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი დაფიქსირდა. 

ქვეყანაში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 62%-ი რუსეთზე მოდის. ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტის კუთხით მეორე ადგილზეა რუმინეთი (13%), ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი (7%).

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნავთობპროდუქტებს ყიდულობს:

  • რუსეთი - 704,306.52 ტონა,
  • რუმინეთი - 153,414.98  ტონა,
  • აზერბაიჯანი - 79,050.49  ტონა,
  • თურქმენეთი - 69,136.11  ტონა,
  • ბულგარეთი - 43,223.73  ტონა.

2022 წელს საქართველომ 1,330,492.12 ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, 2021 წელს კი 1,272,215.79 ტონა. შესაბამისად იმპორტის ზრდამ 5%-მდე შეადგინა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები