დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანას დღეს რესურსების პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან სამწუხაროდ, უძლურები ვართ - ლევან დავითაშვილი

ქვეყანას დღეს რესურსების პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან სამწუხაროდ, უძლურები ვართ - ლევან დავითაშვილი

07-08-2023 17:00:16

ჩვენ რა თქმა უნდა, უწყვეტად ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს, რომელიც უკავშირდება სტიქიის ლიკვიდაციას. ამაზე გვექნება დეტალური ინფორმაცია და დღეს, მთავრობის წევრები მოგახსენებენ უშუალოდ სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ, შესაბამისად, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს ექნება ამომწურავი ინფორმაცია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, მათავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზა განაცხადა. 

მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება არის ჩართული. მთლიანად მობილიზებულია ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 

„ამ კუთხით მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქვეყანას დღეს რესურსების პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცების პრევენცია, ან რაღაცების თავიდან არიდება შეუძლებელია ხოლმე.

ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები არიან უძლურები სტიქიური უბედურებების პრევენციისა და აღკვეთის მიმართ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები