დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვემო ნიქოზში მოყვანილი შავი პომიდორი, ბაზარზე პირველად „დიდარეს“ ბრენდით გამოჩნდება

ქვემო ნიქოზში მოყვანილი შავი პომიდორი, ბაზარზე პირველად „დიდარეს“ ბრენდით გამოჩნდება

02-05-2023 17:31:23

კომპანია „გლობალ ეკო პროექტ ჯორჯია“, რომელიც სასათბურე მეურნეობას ქვემო ნიქოზში ფლობს, ბაზარზე შავი პომიდვრის რეალიზაციას ივნისიდან დაიწყებს.

როგორც Business Insider Georgia-თან კომპანიის დამფუძნებელმა რუსუდან კვარაცხელიამ განაცხადა, შავი პომიდორი ბაზარზე „დიდარეს“ სახელწოდებით გაიყიდება. 

„სხვადასხვა ჯიშის პომიდორს ვზრდით და მათ შორის გვექნება შავი პომიდორი. ზაფხულში უკვე რაოდენობაში გვექნება და დიდ სუპერმარკეტებიც შევალთ.

შავი პომიდორი ბაზარზე „დიდარეს“ ბრენდით გამოჩნდება. ბიოპროდუქტია და შესაბამისად შედარებით მაღალი ფასი ექნება“, - აცხადებს „გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიას“ დამფუძნებელი. 

მისივე თქმით, შავი პომიდვრის წარმოებით დღეს ქვეყანაში სხვა კომპანიები არ არიან დაკაებული. თუმცა, რამდენად მოთხოვნადი იქნება შავი პომიდორი, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ „ამას ბაზარი განსაზღვრავს“. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „გლობალ ეკო პროექტ ჯორჯია“ 500 მ/კვ სასათბურე ბიომეურნეობას გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ნიქოზში ფლობს, რომლის დაახლოებით ნახევარზეც შავი პომიდორი აქვს დათესილი.

თუმცა გარდა პომიდვრისა ბიო სასათბურე მეურნეობაში კომპანია სხვადასხვა სახის პომიდორს, „ბეიბი სალათებს“ და მიკრო-მწვანილებს აწარმოებს.

როგორც რუსუდან კვარაცხელია განმარტავს, ქვეყნის მასშტაბით ბიოპროდუქტების ჩაბარებაზე და შემდეგ მის გაყიდვაზე ორიენტირებულია კომპანია „დიდარე“ და შესაბამისად „გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიაც“ „დიდარესთან“ აქტიურად ითანამშრომლებს.

„დიდარე“ აერთიანებს ბიოფერმერებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საერთო სავაჭრო ნიშნის ქვეშ "დიდარე" და საერთო ხარისხის ნიშნის ქვეშ - #წარმოებულიაბიოაგროსტექნოლოგიით.

„დიდარეს“ გუნდს უკვე 20 წლიანი გამოცდილება აქვს და კონსულტაციებს უწევს ფერმერებს, აწვდის მათთვის საჭირო ბიოსასუქებსა და ბიოპრეპარატებს (მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებებს), ახორციელებს მონიტორინგს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები