წარმოების ყველა ეტაპზეა შესაძლებელი, რომ გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდეთ, თუმცა ყველზე მწვავეა მწირი რესურსები და კვალიფიციური მუშა-ხელის პრობლემა, - ამის შესახებ Business Insider Georgia- თან„მერაკის" დამფუძნებელი, დიზაინერი ანუკა გვენცაძე აცხადებს.
„მწირი რესურსების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ უფრო მასშტაბური შეკვეთების შესრულებას. ძალიან ბევრი თანამშრომელი დავიმატეთ კომპანიაში და გადავამზადეთ. იმისთვის, რომ ექსპორტზე გავიდეთ და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ადამიანებს ინფორმაცია მივაწოდოთ, ამისთვის ახალი თანამშრომლების დაქირავება და გადამზადება დაგვჭირდა, რადგან შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები ბაზარზე ვერ ვიპოვეთ“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
მეორე გამოწვევა, რომელზეც MERAKI-ს დამფუძნებელი საუბრობს, ადგილობრივ ბაზარზე წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის დეფიციტია და ამ პრობლემის გადაჭრა იმპორტით შეძლეს.
„ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე არაფერს არ ვყიდულობთ და კოლექციების დასამზადებლად საჭირო პროდუქციის 100%-ით იმპორტს ვახდენთ. მანამდე დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდით რადგან მწირი იყო არჩევანი და რთული იყო კარგი ხარისხის ნედლეულის პოვნა“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
„მერაკი“ (MERAKI) ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია. MERAKI-ის მაღაზია თბილისში, პეკინის 23-ში მდებარეობს. კომპანიის სამომავლო გეგმაშია ექსპორტიც, რაზეც მუშაობა დაწყებულია.
უახლესი