კურორტ გოდერძიზე და ასევე გომარდულში ახალი საბაგიროების მოწყობა იგეგმება.
გოდერძიზე დაგეგმილია არსებული და ახალი საბაგირო გზების ერთმანეთთან „წრიულად“ დაკავშირება: ზანკები-ჭანჭახი-[გოდერძის უღელტეხილი / მეტეო – ახალი გზა]-ზანკები. ხოლო გომარდულის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სამთო-სპორტულ-ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საბაგირო გზის წინასაპროექტო კონცეფციის დამუშავება და საბაგირო გზის დასხდომის სადგურების ნიშნულების განსაზღვრა.
აღნიშნულისთვის კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შესაბამისი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 160 ათასი ლარი იყო. თუმცა ტენდერის ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და სამინისტროს სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი დაასახელა, რომელთანაც ამ დროისათვის ხელშეკრულების მომზადებაზე მიმდინარეობს მუშაობა. კომპანია დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი სამინისტროს მომსახურებას 140 ათას ლარად სთავაზობს.
როგორც ცნობილია ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნის მიზნით შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლითაც განისაზღვრა სამთო-სათხილამურო კურორტის შემდგომი განვითარების ძირითადი ქალაქმშენებლობითი პარამეტრები, საინჟინრო - კომუნალური სისტემების სქემები და სასრიალო ტრასების მოწყობისა და მასთან დაკავშირებით საბაგირო ხაზების განთავსების საკითხები. განაშენიანების რეგულირების გეგმით განისაზღვრა საბაგირო ხაზების ტიპები.
აღნიშნული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი დამუშავდა 2011 წელს, შემსრულებელი მხარეების „გეოგრაფიკი“-სა და „სტუდია არსი“-ს მიერ, შპს „გოდერძი რეზორტი“-ს დაკვეთით. ქალაქმშენებლობითი დოკუმენტით განსაზღვრული საინჟინრო, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების დიდი ნაწილი განხორციელების ან მიმდინარეობის ეტაპზეა.
დასრულებულია და ფუნქციონირებს G 01 და G 02 საბაგირო ხაზები და ამავე საბაგირო ხაზთან დაკავშირებული სათხილამურო ტრასები (ჭანჭახი-ზანკები).
სამთო-სათხილამურო კურორტის განაშენიანებისა და დატვირთულობის პოტენციალის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ახალი G 06 საბაგირო ხაზის მშენებლობა, გრგ-ს დოკუმენტით განსაზღვრული აღნიშნულ საბაგირო ხაზთან დაკავშირებული სათხილამურო ტრასის მშენებლობა. ასევე იგეგმება სათხილამურო ტრასების ე.წ „წრიული“ კავშირი (ზანკები-ჭანჭახი-გოდერძის უღელტეხილი (მეტეო)- ზანკები).
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გომარდულის სარეკრეაციო ტერიტორიაზე კონკრეტულ არეალში სამთო-სპორტულ-ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საბაგირო გზის წინასაპროექტო კონცეფციის დამუშავება და საბაგირო გზის დასხდომის სადგურების ნიშნულების განსაზღვრა უზრუნველყოს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და PROPROJEKT Planungsmanagement & Projektberatung GmbH-ს შორის 2019 წლის 25 ივნისს გაფორმებული N57 ხელშეკრულების საფუძველზე, PROPROJEKT Planungsmanagement & Projektberatung GmbH-ის მიერ განხორციელდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევა და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების სრულყოფილი სამოქმედო გეგმის შექმნა (დოკუმენტი ტექნიკურ დავალებას თან ერთვის). PROPROJEKT Planungsmanagement & Projektberatung GmbH-ის მიერ მომზადებული დოკუმენტის (კონცეფციის) გათვალისწინებით (საფუძველზე):
შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გომარდულის სარეკრეაციო ტერიტორიაზე კონკრეტულ არეალში სამთო - ტურისტული ინფრასტრუქტურის კონტექსტში საბაგირო გზის კონტურის დაზუსტება.
„მიმწოდებელმა საბაგირო გზის მოწყობის გეგმა-კონცეფცია უნდა დაამუშაოს პრინციპით „წელიწადის ოთხი დრო“, რაც გულისხმობს საბაგირო ხაზის წელიწადის ოთხივე სეზონზე გამოყენებას. საბაგირო ხაზი გადასაადგილებლად უნდა გამოიყენებოდეს არამხოლოდ ზამთრის პერიოდში თოვლზე თხილამურებით (მათ შორის სნოუბორდი) დაშვებისათვის, არამედ შესაძლებელი უნდა იყოს სამთო ველოსპორტის მოყვარულთა და ზედა სადგურის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონაში ვიზიტორთა გადაადგილებისათვის. შესაბამისად, ამ ეტაპის საპროექტო-საძიებო სამუშაოების მიმდინარეობისას, ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნას საბაგირო ხაზის სავარძელზე ველოსიპედის მიმაგრების საკითხი“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
უახლესი