კურორტ გოდერძიზე 200 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციის განხორციელება მიმდინარეობს.
ამ შემთხვევაში საუბარია როგორც უკვე მიმდინარე, ასევე უკვე დამტკიცებული პროექტებიდან მისაღებ ინვესტიციებზე.
როგორც Business Insider Georgia-თან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, კურორტზე ამ დროისათვის 25-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი მიმდინარებს, მათ შორის საუბარია 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობაზე.
„ვფიქრობთ, რომ გოდერძის მიმართულებით უნდა მოხდეს გოდერძის, ბეშუმის, მწვანე ტბის და შავი ტბის - ამ ოთხი ლოკაციის ერთიანად განვითარება. ამ თვალსაზრისით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს გეგმარებით ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავებას. მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი განვითარება მოხდეს და შესაბამისად ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება თუ შემდგომში კერძო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტები, რა თქმა უნდა თანხვედრაში უნდა იყოს კურორტის განვითარებასთან.
სწორედ ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს ამ დოკუმენტაციის მომზადება. ამას მიყვება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანია, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მოწყობა გასულ წელსაც მიმდინარეობდა და მიმდინარე წელსაც მიმდინარეობს. გოდერძიზე ჩვენ ვაშენებთ ავტოპარკინგს, ასევე სავაჭრო ობიექტებისთვის გარკვეული სივრცე იქნება გამოყოფილი, რისთვისაც ტენდერი მიმდინარე წელს გამოცხადდება.
მწვანე ტბის მიმდებარედ უკვე განხორციელებულია პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები, პარკინგი, სხვადასხვა ფანჩატურები, სხვადასხვა გასართობი სივრცეები და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: წყალარინების, წყალმომარაგების საკითხი, რომლის ნაწილი სამუშაოებისა გასულ წელს შესრულდა.
წყალარინების საკითხში უკვე განხორციელდება დაქსელვითი სამუშაოები და ასევე წყალმომარაგების ნაწილში ერთი მიმართულებით წყალი უკვე მოვიყვანეთ და მიმდინარე წელს კიდევ დაემატება იმისთვის, რომ გავზარდოთ წყლის რესურსი. მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ისიც, რომ საბაგიროების მშენებლობა გაგრძელდეს. რადგანაც ეს არის 4 სეზონზე გათვლილი კურორტი.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი საბაგირო ზოლისა რამდენიმე მიმართულებით მოხდეს მისი დაქსელვა. ბეგელი დაემატება და ამან შესაძლოა მეორე ტრასის განვითარებას შეუწყოს ხელი. ასევე დაემატება მინიმუმ ერთი საბაგირო, რომელიც მეორე მიმართულებას განვითარებას და შესაბამის მეორე ტრასის მშენებლობას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მინისტრმა.
ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ბეშუმის განვითარების თვალსაზრისით მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ გოდერძის კურორტს უკვე არსებობს განაშენიანების რეგულირების გეგმა და ინვესტიციების განვითარება უკვე მიმდინარეობს.
„გოდერძიზე მიმდინარე პროექტებში არიან ჩართული როგორც ადგილობრივი, ასევე უკრაინელი და თურქი ინვესტორები. კურორტ გოდერძიზე პროექტს ახორციელებს კომპანია „მეტრო“, „ამბასადორი“ უკვე ფუნქციონირებს, ასევე ჩართულია „ალიანს ჯგუფი“.
რეალურად კურორტზე 1000-ზე მეტი განთავსების ადგილი იქნება და 1300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
აქ საუბარია პროექტებზე რომლებიც უკვე დასრულებულია ან მიმდინარეობს. რეალურად კურორტზე „ამბასადორი“ უკვე ფუნქციონირებს და ასევე მიმდინარეობს მუშაობა „რამადას“ შემოყვანაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
ჯაბა ფუტკარაძე აცხადებს, რომ ბეშუმის მაინც ყოველთვის იყო საზაფხულო ტურიზმთან დაკავშირებული.
„ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ ბეშუმი გოდერძისთან ერთად გახდეს ოთხივე სეზონზე აქტიური კურორტი“, - აცხადებს მინისტრი.
უახლესი
18 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO19 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში