დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ქუქი ბეიქერი“ წლის ბოლომდე ბათუმში ახალ ფილიალს გახსნის

„ქუქი ბეიქერი“ წლის ბოლომდე ბათუმში ახალ ფილიალს გახსნის

28-04-2023 09:59:09

 

„ქუქი ბეიქერის" 2023 წლის გეგმაში ახალი ფილიალის გახსნაა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ილია გეფერიძე Busness Insider Georgia - თან ამბობს, რიგით მეექვსე ობიექტი ბათუმში გაიხსნება.

სულ ცოტა ხნის წინ მეხუთე ფილიალი ,,ქუქი ბეიქერმა" თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გახსნა, რომლის ინვესტიციამ 400 000 ლარი შეადგინა, რაც სტარტაფ სესხია.

„განვაგრძობთ გაფართოებას, მიზნად დავისახეთ, რომ ,,ქუქი ბეიქერი“ გახდეს სექტორში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ პროდუქციას შესთავაზებს. მაღაზიაში წარმოდგენილია ტარტები, ტრუფელები და ასევე პურ-პუნთუშეულისა და დიაბეტური ხაზიც, რომლის ასორტიმენტიც მუდმივად იზრდება", - ამბობს ილია გეფერიძე.

რაც შეეხება ბაზარზე კონკურენციას, გეფერიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სეგმენტი მცირეა, ბაზარზე მაღალი კონკურენციაა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი ნიშა დავიჭირეთ ხარისხითა და მომსახურების დონით, ფასიც ხელმისაწვდომია, რაც მომხმარებლის მოზიდვაში ძალიან გვეხმარება.

გეგმაში გვაქვს ასევე ლანჩის მიმართულების გაზრდაც. ხოლო წლის ბოლომდე ტურისტულ რეგიონში - ბათუმში ახალ ფილიალს გავხსნით. მუდმივად ვვითარდებით, ვაპირებთ, რომ წარმოებაში განსხვავებული და გამორჩეული სენდვიჩების ხაზიც დავამატოთ", - ამბობს გეფერიძე.

ნედლეულის ძირითადი მომწოდებელი იტალია და საფრანგეთია, რომელთანაც „,ქუქი ბეიქერს" პირდაპირი კონტაქტი აქვს. კომპანია ამ დროისთვის 50-მდე სახეობის საკონდიტრო პროდუქციას, მათ შორის ორცხობილებს აწარმოებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები