დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქსელურ მარკეტებში შესვლა ძალიან გვიჭირს, ბევრ წინაღობას ვაწყდებით - „პოპორელი“

ქსელურ მარკეტებში შესვლა ძალიან გვიჭირს, ბევრ წინაღობას ვაწყდებით - „პოპორელი“

01-04-2024 19:00:00

ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო “ქართული აგროპროდუქტი”, რომელიც ბაზარზე ორი ბრენდით „კეთილი და პატიოსანით“ და „პოპორელითაა“ წარმოდგენილი ექსპორტის გაფართოებაზე ინტენსიურად მუშაობს და ადგილობრივ ბაზარზეც ცდილობს პოზიციების გამყარებას, თუმცა Business Insider Georgia-სთან “ქართული აგროპროდუქტის” დირექტორი და პარტნიორი იოსებ მანჯავიძე ამბობს, რომ ქსელურ მარკეტებში შესვლა საკმაოდ რთულია. 

ტრადიციული სოუსისა და საწებლის ბრენდის „პოპორელის“ პროდუქციის შეძენა დღეს შესაძლებელია ევროპროდუქტში, ფრესკოსა და ვანპრაისში. 

„სხვა ქსელებში შესვლა ძალიან გვიჭირს, რადგანაც ბევრ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ყველას აქვს თავისი პროდუქტი. მაგალითად „ნიკორას“ აქვს საკუთარი N1, „სპარსაც“ საკუთარი ხაზი აქვს და ასე შემდეგ.

ეს კარგი არ არის და გამოდის, რომ სხვა ბრენდები არაკონკურენტულ გარემოში ხვდება. გვინდა, რომ ამ საკითხზე სხვადასხვა მწარმოებლებთან გარკვეული შეხვედრებიც ვაწარმოოთ. თითქმის ყველა მწარმოებელი უკმაყოფილოა ჩვენი რითეილის ასეთი ქცევით, იმიტომ რომ მაქსიმალურად არ უწყობენ ხელს ადგილობრივ წარმოებას. სხვა ქვეყნებში ასე არ ხდება. 

რითეილ ასოციაციამ მოაწყო შეხვედრა მწარმოებლებთან, მიგვიყვანეს და აქეს და ადიდეს რითეილი.  მერე თითოეული ქსელის წარმომადგენლებთან უნდა გვქონოდა შეხვედრა და ფაქტობრივად არავინ არ მოვიდა მარტო შევხვდით „უნივერსამს“. 

თუ ასე გაგრძელდა ძალიან გაუჭირდებათ ადგილობრივ მწარმოებლებს“, - აცხადებს “ქართული აგროპროდუქტის” დირექტორი და პარტნიორი იოსებ მანჯავიძე.

დღეისათვის “პოპორელის“ 25 რეცეპტი გაქვს დამუშავებული და ახალი გემოების და საწებლების დამატება ეტაპობრივად მოხდება. 

აღსანიშნავია, რომ “ქართული აგროპროდუქტი” წარმოების პროცესში ადგილობრივ, არასტანდარტულ ხილსა და ბოსტნეულს იყენებს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები