დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,კრუიზის“  საშემოდგომო შეთავაზება ბიზნესს

,,კრუიზის“  საშემოდგომო შეთავაზება ბიზნესს

15-10-2023 08:38:35

რესტორანი ,,კრუიზი" ბიზნესს სპეციალურ  სერვისს სთავაზობს, რომელიც ერთგული მომხმარებლებისთვის შექმნა და არა მარტო მათთვის. ნებისმიერი კომპანია, რომელიც მომავალში ,,კრუიზთან" ითანამშრომლებს, შემოდგომის სეზონის განმავლობაში შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებს.


როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, სპეციალური შეთავაზება ექნებათ იმ კომპანიისთვის, ვინც ტურისტებისთვის გეგმავს წვეულებას ან კორპორატიული საღამოს გამართვას. 


გამორჩეული ინტერიერის მქონე რესტორანში სერვისიც, მენიუს ჩათვლით, ასევე ორიგინალური და დახვეწილია.


,,მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ სიახლეს და მათზე მორგებულ მომსახურებას, რითაც ჩვენი რესტორანი ყოველთვის გამოირჩევა. ამ ეტაპზე ბიზნესისთვის გვაქვს  შეთავაზება. მაგალითად, კომპანიას, რომელსაც სტუმრად ჰყავს ტურისტები და წვეულების ჩატარება სურს, სერვისს სპეციალურ ფასად შევთავაზებთ. ეს ეხება ასევე კორპორატიულ წვეულებებს და სხვა, რომლის ჩატარებასაც ,,კრუიზში" დაგეგმავენ. ეს არის სპეციალური ტარიფები,  რომელსაც ერთგულ მომხმარებელს ვთავაზობთ ბიზნესის სეგმენტში. ამ ტიპის თანამშრომლობას პოტენციურ კლიენტებთანაც ვგეგმავთ, რომ კორპორატიული ივენთები სტანდარტულზე დაბალ ფასად მიიღონ.  ამისთვის, მინიმუმ 100 ადამიანი უნდა იყოს სიაში. ასზე მეტი სტუმრის შემთხვევაში ვთავაზობთ უფასო სერვისსაც, როგორიცაა ფოტოგრაფის,  წამყვანის ან მომღერლის მომსახურება. სურვილის შემთხვევაში,  ჩატარდება მასტერკლასები ტურისტებისთვის, რათა ვაჩვენოთ, როგორ მზადდება ხინკალი, ასევე სხვადასხვა ტრადიციული კერძი და არა მარტო ქართული, რის ნახვას და მომზადებასაც ისურვებენ. საკმაოდ დატვირთული და საინტერესო სეზონია, დადებით უკუკავშირს და ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით", - აცხადებს ,,კრუიზის" წარმომადგენელი.


ცნობისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსი ,,კრუიზი” 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა. ეს იყო პირველი სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი, რომელიც ქალაქ თბილისში გაიხსნა.


2023 წლის მარტიდან რესტორანი განახლებული გარემოთი, სამზარეულოთი და შოუ-პროგრამით ოპერირებს. ინფრასტრუქტურულ სიახლესთან ერთად, ცვლილებებია მენიუშიც, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველია სტუმრებისთვის და ყველა ტიპის მომხმარებელზეა მორგებული.
 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები