გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, 5–9 ივნისის კვირაში ქართული კომპანიების ევროობლიგაციების შემოსავლიანობა, წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია.
კერძოდ, საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციებით (GEOCAP) ვაჭრობა დაიხურა ფასით 98.07 (+0.18% წინა კვირასთან შედარებით), 8.86%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 85.58 ფასად (+0.04% წინა კვირასთან შედარებით), 7.50%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 89.90 (+0.14% წინა კვირასთან შედარებით), 6.69%-იანი შემოსავლიანობით.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა