კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მობილური და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის სექტორში, შპს „აისითის" (Apple City) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა - კანონით გათვალისწინებულიინფორმირების ვალდებულებისა და კანონისმიერი საგარანტიო მომსახურების ვალდებულების დარღვევისფაქტი. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ანარაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდააღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში,მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. GCCA-ისგადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვარი - მაისის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 28 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 46 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 16 მოვაჭრეს 22 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 17 512 ლარი, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 60 საქმეზე - 55 შეთანხმება გაფორმდა.
უახლესი