კომუნიკაციების კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სერგო შავგულიძემ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისგან (ITU) მადლობის სიგელი მიიღო, რომელსაც ხელს ITU-ს გენერალური მდივანი, დორინ ბოგდან-მარტინი აწერს.
სიგელთან ერთად გამოგზავნილ წერილში, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი სერგო შავგულიძეს მადლობას უხდის იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მან, როგორც რადიოკომუნიკაციის სექტორის (ITU-R) მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (SG5) ვიცე-თავმჯდომარემ, ITU-ს რადიოკომუნიკაციის სექტორის საქმიანობის მხარდასაჭერად შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ სერგო შავგულიძე 2015-2023 წლებში ITU-R-ის მე-5 შემსწავლელი ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარედ მაქსიმალური ვადით, 8 წლით იყო არჩეული. ITU-R-ის შემსწავლელი ჯგუფებიპასუხისმგებლები არიან მსოფლიო რადიოკომუნიკაციების კონფერენციებზე მიღებული გადაწყვეტილებებისთვის ტექნიკური საფუძვლების მომზადებაზე და ასევე, გლობალური სტანდარტების, რეკომენდაციების, ანგარიშებისა თუ სახელმძღვანელოების შემუშავებაზე. SG5 ჯგუფი კი ფიქსირებული, მობილური, რადიოგანსაზღვრის, სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახურებისათვის, სისტემებისა და ქსელების შესწავლის მიმართულებით მუშაობს.
უახლესი