კომუნიკაციების კომისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებლების მხრიდან უპრეცედენტო და საგანგაშო კანონდარღვევებთან დაკავშირებით, სადამკვირვებლო მისიებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. კომისიის განცხადებით, მაუწყებლების მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტები არა მხოლოდ კომისიამ დაადგინა, არამედ აღნიშნული უკვე სასამართლოს მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილებით არის გამყარებული, თუმცა, სადამკვირვებლო მისიებს, საგანგაშო ფაქტებზე ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენიათ.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში - „მთავარმა არხმა“, „TV პირველმა“ და „ფორმულამ“ მიიღეს ერთობლივი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, არ განეთავსებინათ ეთერში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო რეკლამა. მეტიც, მაუწყებლებმა საჯარო სხდომაზე განაცხადეს, რომ კომისიის მიერ ოქმის შედგენის შემდეგ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სასამართლოს, ისინი წინასაარჩევნო რგოლებს ეთერში მაინც არ განათავსებდნენ. „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ კანონდარღვევის დაფიქსირებისთანავე, კომუნიკაციების კომისიამ მყისიერად გამოთქვა შეშფოთება, რომ მაუწყებლების ქმედება ქმნიდა საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან დაინახა რისკი, რომ სხვა არხებიც მიბაძავდნენ აღნიშნულ სამ მაუწყებელს, რაც დააზიანებდა საარჩევნო გარემოს.
„სწორედ რისკებიდან გამომდინარე, კომისიამ მაშინვე მოუწოდა სადამკვირვებლო მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩართულიყვნენ პროცესში თუმცა, მათი მხრიდან, ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა.
მოგვიანებით ასეც მოხდა და ასევე ღიად, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „ტელეიმედმა“, „მაესტრომ“, „პოსტვ“-მ და „რუსთავი 2“-მა, რომ არ განეთავსებინათ ეთერში ოპოზიციური პარტიების საარჩევნო რგოლები.
კანონმდებლობის მიხედვით, მაუწყებლებმა უნდა იმოქმედონ არადისკრიმინაციულად, და თანაბარი პირობები შესთავაზონ პოლიტიკურ სუბიექტებს, რათა მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
კომისიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევათა ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, მაუწყებლები კანონს კვლავ უხეშად არღვევენ, შესაბამისად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩაერთონ პროცესში და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, რათა აღმოიფხვრას მაუწყებლების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს ზიანი აღარ მიადგეს“, - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მედიასაშუალებები, „მთავარი“, “ტვ პირველი”და „ფორმულა“ აგრძელებენ საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. აქედან გამომდინარე „ტელეიმედმა“ გადაწყვეტილება მიიღო, ეთერში აღარ განათავსოს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლები, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს.
უახლესი
55 წუთის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა57 წუთის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს1 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის