დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანიის ბრუნვა და გაყიდვები ყოველწლიურად 30%-ით იზრდება, ვგეგმავთ გაფართოებასა და უცხოეთის ბაზრებზე გასვლას - KABA

კომპანიის ბრუნვა და გაყიდვები ყოველწლიურად 30%-ით იზრდება, ვგეგმავთ გაფართოებასა და უცხოეთის ბაზრებზე გასვლას - KABA

20-07-2024 15:40:00

 

ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა სანდოობა, ხარისხი და მომსახურება. ჩვენი ნიშა გვაქვს ადგილობრივ ბაზარზე. მუდმივად გვაქვს სიახლეები და აქციებით ვანებივრებთ ჩვენს მომხმარებელს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ამბობს KABA-ს გენერალური დირექტორი კოკი გახარია.

„KABA ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს. ტანსაცმლის კოლექციების გარდა, ჩვენ გვყავს პარტნიორები, რომელთა პროდუქციაც წარმოდგენილია ჩვენს შოუ რუმებში. ეს არის სამკაულები, აქსესუარები, ჩანთები, ფეხსაცმელი, წინდები, ქუდები“, - ამბობს კოკი გახარია.

KABA-ს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ბრენდი გაფართოებას გეგმავს. წლის ბოლომდე კიდევ ერთ მაღაზიას გახსნის თბილისში და ასევე გეგმავენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლას.

„აშშ-ის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც გვაქვს მოლოდინი შოუ რუმების აქტივობიდან და დაინტერესებიდან გამომდინარე. კომპანიის ბრუნვა და რეალიზაციის მაჩვენებელი ყოველ წელს 20-30%-ით იზრდება, თუმცა გვაქვს მოლოდინი რომ მიმდინარე წელს 50%-ს მიაღწევს“, - ამბობს კოკი გახარია.

KABA-ს მომხმარებლების 10%-ს უცხოელები შეადგენენ, შესყიდვების 90% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის.

„KABA, როგორც ბრენდი 15 წელია ოპერირებს და რამდენჯერმე გაიარა რებრენდინგი. კომპანია, როგორც საოჯახო ბიზნესი 25 წელია არსებობს და 30-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს“, - ამბობს კოკი გახარია.

KABA ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია სამი მაღაზიით: პეკინზე, „გალერია თბილისში“(რამდენიმე დიზაინერთან ერთად) და ბათუმი მოლში. ბრენდი ფლობს საწარმოს, რომელიც თბილისში, აკაკი ბაქრაძის 15 ნომერში მდებარეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები