„მზის ენერგიას“ კიდევ ერთი წარმატებულ პროექტი. კომპანიამ ბრიტანულ-ქართული აკადემია მზის პანელებით აღჭურვა, სადაც გამოყენებულია ჰუავეის ჭკვიანი ინვერტორები
184 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური არა მხოლოდ ამცირებს ენერგიის ხარჯებს, არამედ მოსწავლეებს რეალური მაგალითით აჩვენებს ეკომეგობრული ტექნოლოგიების უპირატესობებს. ეს პროექტი აძლევს მათ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას და ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას.
შპს მზის ენერგია - SolarEner.ge მზის ენერგიის გარდამქმნელი თანამედროვე ტექნიკის იმპორტიორია საქართველოში. მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან პარტნიორობით შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტების მქონე მაღალეფექტური პროდუქციის შემოთავაზება.
გარდა პროდუქციისა, გთავაზობთ მზის ელეტრო სადგურის და წყლის გამაცხელებლის მოწყობისთვის საჭირო სრულ სერვისს:
პროექტირება
მონტაჟი
მონიტორინგი
საგარანტიო მომსახურება
ტექნოლოგიების დახვეწით და ფასების შემცირებით მზის ენერგიის გარდაქმნა ფინანსურად ბევრად ეფექტური გახდა. მზის ელექტრო სადგურზე ინვესტირებული თანხის უკუგების პერიოდი საშუალოდ 5 წლამდე შემცირდა. მარტივად რომ ვთქვათ, 5 წლის განმავლობაში გადასახადებში გადასახდელი თანხა შეგიძლიათ მოახმაროთ მზის სადგურის შესყიდვას, ხოლო მომდევნო 20 წელი სარგებლობთ დანაზოგით მიღებული მოგებით.
მზის ენერგიის გარდაქმნა თანამედროვე ფინანსური შემოსავლის წყაროა.
ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საქართველოში მზის ენერგიის ათვისების განვითარებას.
პროექტის დამფინანსებელი ორგანიზაციების მიერ ნაწილდება გრანტები.
ბანკები საზღვრავენ სპეციალურ საკრედიტო და სალიზინგო პირობებს.
სახელმწიფო ხელს უწყობს განახლებადი ენერგიების ათვისების პროგრამებს და ამუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.
მზის ენერგიის მაქსიმალურად ათვისება თანამედროვე მსოფლიოს უალტერნატივო გადაწყვეტილებაა. საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ეფექტური რეგიონია მზის ენერგიის ინდუსტრიის განვითარებისათვის.
უახლესი
6 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა