მოუწოდებთ მოლაპარაკებისკენ იმ რადიკალურ ჯგუფს, ვისაც შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები უკვე ექვსი თვეა გადაკეტილი აქვთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“ განუცხადეს.
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“ მოუწოდებს მოლაპარაკებისკენ იმ რადიკალურ ჯგუფს, ვისაც შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები უკვე ექვსი თვეა გადაკეტილი აქვთ და პროტესტის რადიკალურ ფორმაც მიმართეს. კომპანიის მხრიდან, პროტესტის დაწყების დღიდან არაერთი მცდელობისა, მოლაპარაკებების გზით გაერკვია რა მოთხოვნები აქვთ პროტესტის მონაწილეებს, არც ერთმა მათგანმა არ ისურვა, შესაბამისად გაუგებარი რჩება კომპანიისთვის მათი მოთხოვნა და პროტესტის რადიკალური ფორმის მიზეზი“, - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“ აცხადებენ, რადიკალური ჯგუფის მხრიდან საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით კი ირკვევა, რომ ისინი ითხოვენ კომპენსაციებს. თუმცა დღეს ვინც შუქრუთში რადიკალურ ჯგუფს უდგას სათავეში, 2021 წლის პროტესტის ორგანიზატორებიც იყვნენ და მათსა და კომპანიას შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე კომპენსაციები სრულად აქვთ აღებული.
„აქვე განვმარტავთ, რომ აქციის მონაწილეთა რამდენიმეს და შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს არ აქვს კომპენსაცია აღებული, იმ მიზეზით, რომ მათი რიგითობა ჯერ არ დამდგარა. 2020 წელს კომპანიამ ადგილობრივების თხოვნით კომპენსაციების გაცემაზე მემორანდუმი გააფორმა და დღემდე 12 მილიონ ლარზე მეტი აქვს კომპენსაციის სახით გაცემული. მას შემდეგ, რაც რადიკალურ ჯგუფს ორი მაღარო გადაკეტილი აქვს და იქ თანამშრომლებს მუშაობის უფლებას არ აძლევენ, კომპანიამ კომპენსაციების გაცემა შეაჩერა. კომპანია მზად არის, განაახლოს კომპენსაციების გაცემა, თუკი რადიკალური ჯგუფი კომპანიასთან მოლაპარაკების ფორმატს აირჩევს და მაღაროს პიკეტირებას შეწყვეტს“, - აცახდებენ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“.
სოფელ შუქრუთში, პროტესტის 173-ე დღეს, მოქალაქეებმა პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს. მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს.
უახლესი