რაჭული ლორის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს და მალე ევროპული სტანდარტების დაცვით აღჭურვილ საწარმოს გახსნის.
როგორც Business Insider Georgia-ს „ლორუკას“ დამფუძნებელმა მარიამ ლებანიძემ განუცხადა, ევროპული სტანდარტების საწარმო მალე გაიხსნება, მანამდე კი მეწარმე ლორს და და კიდევ რამდენიმე დასახელების პროდუქტს ოჯახურ საწარმოში ამზადებს.
„წარმოების მესამე სეზონს ვიწყებთ, ლორი ჩამოგვაქვს თბილისში, ვასაწყობებთ და ვყიდით ონლაინ, ასევე პროდუქცია გამოგვაქვს გამოფენა -გაყიდვებზე. ახალი ოჯახური მცირე საწარმო ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება და მალე გვექნება უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი.
საწარმო ოჯახური ინვესტიციით შენდება, თუმცა მანამდე ავიღეთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გრანტი და დაფინანსება მერსი კორპსის პროექტით. საწარმო, აღიჭურვება საჭრელი დანადგარებით და მაცივრებით, სადაც იდეალური პირობები იქნება შექმნილი ევროპული წარმოების შესაბამისად“, - ამბობს მარიამ ლებანიძე.
მეწარმის ინფორმაციით, „ლორუკას“ ბრენდით ბაზაზე რაჭულ ლორი, ბეკონი, ორი სახეობის სუთი (სალა), მშრალი ლორის ჩხირები და ღორის ქონი იყიდება. ფასები, კილოგრამი ლორის შემთხვევაში მერყეობს 40-50 ლარის ფარგლებში, სუთი 25 ლარი, მშრალი ლორის ჩხირები 50 ლარი და ღორის ქონი 420 გრამიანი ქილა 7-10 ლარი ღირს.
„მზარდია მოთხოვნა, განსაკუთრებით კვების ობიექტებიდან, რათა მზა პროდუქცია მივაწოდოთ. დაინტერესება დიდია, რადგან საქართველოს ბაზარზე ლორის წარმოებაში არის რამდენიმე საწარმო, რომელიც იცავს სტანდარტს“, - ამბობს მარიამ ლებანიძე.
„ლორუკაში“ ამ დროისთვის 2 ადამიანი და სეზონურად 4 ადამიანია დასაქმებული.
„როდესაც ახალ საწარმოს გავხსნით ვეცდებით წარმოება და ასორტიმენტი გავზარდოთ და კიდევ 3 ადამიანი დავასაქმოთ“, - ამბობს მეწარმე.
უახლესი