დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანია E60 shipping Line ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი გახდა

კომპანია E60 shipping Line ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი გახდა

16-11-2023 12:24:20

ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ახალი წევრი ჰყავს.

კომპანია E60 shipping Line-ი უკვე EUGBC-ის წევრია. როგორც ცნობილია, კომპანია E60 shipping Line-ი ახორციელებს საბორნე მიმოსვლას საქართველოს და რუმინეთს შორის შავ ზღვაზე. E60 shipping Line-ი არის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და ნავსადგურების ოპერირების მიმართულებით მომხმარებელს სთავაზობს შეუფერხებელ ტრანსპორტირებას ფოთის და კონსტანცას ნავსადგურებს შორის.

როგორც საზღვაო დამაკავშირებელი E60 მაგისტრალისთვის, რომელიც გადის საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე, E60 Shipping Line-ის რეგულარული მიმოსვლა შავ ზღვაზე ხელს უწყობს ტრანსპორტირების განხორციელებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანს-კასპიური შუა დერეფნის განვითარებაში.

კომპანია აკავშირებს ქვეყნებსა და რეგიონებს ეფექტური და საიმედო საბორნე ოპერაციების მეშვეობით, ამასთან, უზრუნველვყოფს სატვირთო და მსუბუქი მანქანების, კონტეინერების და არაგაბარიტული ტვირთების სწრაფ და კომფორტულ ტრანსპორტირებას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები