სექტემბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში 29 748,39 მილიონი ლარის დეპოზიტი ირიცხებოდა, რაც წლიურ ჭრილში 20%-იანი მატებაა. 2023 წლის სექტემბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა 24 811,16 მლნ ლარს აღწევდა. საგულისხმოა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის დეპოზიტების მოცულობა 29 491,43 მლნ ლარი იყო, შესაბამისად ზრდა თითქმის 1%-ია.
დეპოზიტების მიმდინარე მაჩვენებლებიდან 25%-ი მოთხოვნამდე დეპოზიტები, ხოლო 51%-ი ვადიანი დეპოზიტები.
წლიურ ჭრილში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 36%-ითაა გაზრდილი და 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის 15 085,07 მლნ ლარს აღწევს.
ვადიანი დეპოზიტებიდან ყველაზე მოთხოვნადი 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტებია, რომელზედაც ვადიან დეპოზიტების 45%-ი ანუ 6 750,96 მლნ ლარი მოდის.
2024 წლის სექტემბრისთვის დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9,95%-ს შეადგენდა.
უახლესი
16 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით