31 აგვისტოს მდგომარეობით კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 8,311.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც ივლისთან შედარებით 1,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებს ზრდა 41%-ია.
სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ 8,208.1 მლნ ლარი იყო განთავსებული, ხოლო 2022 წლის აგვისტოს ბოლოსთვის კი 5,881.1 მლნ ლარი.
რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკას, 31 აგვისტოს მდგომარეობით კომერციულ ბანკებში განთავსებული მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობა მიმდინარე ანგარიშებით 464.7 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო სხვა დეპოზიტები (მოთხოვნამდე) - 3,365.0 ლარს.
რაც შეეხება ვადიან დეპოზიტებს 31 აგვისტოს მდგომარეობით ფიზიკური პირების მიერ ბანკში დეპოზიტების სახით 4,482.0 ლარი ინახებოდა, რომლის ყველზე დიდი ნაწილი 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტებია. საანგარიშო პერიოდში ბანკებში ფიზიკური პირების მიერ 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტებზე 1,823.2 მლნ ლარი ინახებოდა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ფიზიკური პირების მიერ ლარში განთავსებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10.89%-ის დონეზე იყო.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება