დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
KIU-ს კურსდამთავრებულთა ჯგუფი, ის ადამიანური კაპიტალი იქნება, რომელიც  დიგიტალიზაციის ახალ გამოწვევებს უპასუხებს - მაგდა მაღრაძე

KIU-ს კურსდამთავრებულთა ჯგუფი, ის ადამიანური კაპიტალი იქნება, რომელიც დიგიტალიზაციის ახალ გამოწვევებს უპასუხებს - მაგდა მაღრაძე

24-10-2023 19:00:12

KIU-ს კურსდამთავრებულთა ჯგუფი, ის ადამიანური კაპიტალი იქნება, რომელიც  დიგიტალიზაციის ახალ გამოწვევებს უპასუხებს - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 1 400-ზე მეტი ახალგაზრდა სწავლობს. 

„ჩვენ მიერ შემუშავებული და განხორციელებული პროგრამები არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგი, ეს პროგრამები ამ უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით შეიქმნა. ეს პროფესორები ასწავლიან ჩვენთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ჯგუფი, ის ადამიანური კაპიტალი იქნება, რომელიც  დიგიტალიზაციის ახალ გამოწვევებს უპასუხებს“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ. 

23-24 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა, სადაც განათლების სისტემის განვითარებაზე დიგიტალური ტრანსფორმაციის როლი განვიხილეს.

„ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, რა გავლენას მოახდენს დიგიტალური ტრანსფორმაცია ბიზნეს-სექტორსა და ქვეყნის განვითარებაზე. ამ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ამ სფეროს ექსპერტებმა, როგორც განათლების სექტორიდან, ისე ბიზნესიდან და სამთავრობო წრეებიდან, ვიმსჯელეთ თუ რა უნდა გააკეთოს უნივერსიტეტმა, იმისთვის რომ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ერას უპასუხოს.

როგორ უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლების დანერგვისა და კვლევის ჩატარების დროს და ზოგადად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს რა როლი აკისრია ხელოვნურ ინტელექტს ამ ძალიან მნიშვნელოვან და ცვალებად ახალ რეალობაში.

დიგიტალური ტრანსფორმაციას სჭირდება განსაკუთრებით კარგად მომზადებულ დიდი რაოდენობით ადამიანურ კაპიტალი - საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულებებით. სწორედ ამაზე გაკეთდა აქცენტი, რომ რა განათლება და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს მომავალ პროფესიონალს. რა პროფესიები იქნება აქტუალური დიგიტალიზაციის ტრანსფორმაციის ფონზე, რა პროფესიები აღარ იქნება და ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და გავიზიარეთ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები როგორც კერძო სექტორის, ისე მთავრობისა და განათლების სისტემის წარმომადგენლების მხრიდან და ამ სფეროში მომუშავე წამყვანი ექსპერტებისგან“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

შეგახსენებთ,რომ 23-24 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს - „ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“ უმასპინძლა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები