დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიბერრჩევები საბანკო ასოციაციისგან

კიბერრჩევები საბანკო ასოციაციისგან

09-07-2024 18:00:00

უკანასკნელ დროს კვლავ გააქტიურდა კიბერთაღლითობის რამდენიმე სცენარი: ერთ შემთხვევაში გარკვეული მიმზიდველი წინადადებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს მოტყუებით აიძულებენ აპლიკაციის ჩატვირთვას და მოწყობილობაზე წვდომის მიცემას; ხოლო, მეორე შემთხვევაში - საფოსტო გზავნილის მიღების ან დადასტურებისთვის მომხმარებელს აიძულებენ მავნე ბნულით ყალბ ვებ-გვერდზე გადასვლას და საბარათე ან ინტერნეტ-ბანკის მონაცემების შეყვანას.  მსგავსი თაღლითური სქემების თავიდან ასაცილებლად, გავითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი რჩევა.

📌 არასდროს მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე უცნობ პირს, არ დაეთანხმოთ ეკრანის გაზიარებას და არ მიაწოდოთ უნიკალური დაგენერირებული კოდი. 

📌 ხშირად გვხვდება სხვადასხვა კერძო კომპანიის სახელის გამოყენებით დასაქმების ყალბი კამპანიები და შეთავაზებები. თუ მიიღეთ დასაქმების სახარბიელო შეთავაზება, აუცილებლად მოიძიეთ კომპანია საძიებო სისტემით და კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან ღიად მისაწვდომ საკონტაქტო ნომერზე  გადაამოწმეთ შეთავაზების ნამდვილობა.

📌განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე: მსგავსი შეთავაზების უმეტესობა დიდი ალბათობით ყალბია და შესაძლოა შეთავაზების სარგებლობისთვის საბარათე მონაცემების გაზიარებას, გარკვეული აპლიკაციის გადმოწერას, ეკრანის გაზიარების მოთხოვნას და სხვა უფლებების მიცემას.  არასდროს მიჰყვეთ მსგავს მოთხოვნებს უცნობისგან.

📌გახშირებულია საფოსტო გზავნილის მიღების ან გზავნილის დეტალების დაზუსტებისა თუ დადასტურების მოთხოვნით SMS შეტყობინებები, სადაც მოცემულია მავნე ბმულები და მიმღებისგან ითხოვენ ამ ბმულებზე გადასვლას და საბარათე ან ინტერნეტ-ბანკის მონაცემების გაზიარებას. არასდროს მიჰყვეთ მსგავს მოწოდებებს, საფოსტო გზავნილის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენთვის ნაცნობ სივრცეში, როგორიცაა საფოსტო გადაზიდვის კომპოანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თქვენი პირადი კაბინეტი.

📌მუდმივად განაახლეთ თქვენი ყველა მოწყობილობის (სმარტფონი, ლეპტოპი, სამუშაო კიმპიუტერი) ოპერაციული სისტემა და აპლიკაციები გადმოწერეთ მხოლოდ ოფიციალური წყაროდან.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები