სამხრეთ კორეის სიდიდით მეორე ავტომწარმოებელმა Kia Corp.-მა განაცხადა, რომ მისმა გაყიდვებმა 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კომპანიამ 2023 წელს დაახლოებით 3,08 მილიონი ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც საზღვარგარეთ ჯიპის მოდელებზე მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული.
კომპანიამ განაცხადა, რომ 2023 წელს გაყიდა 3,085,771 მანქანა, მაშინ როდესაც 2022 წელს გაყიდვებმა 2,901,797 ერთეული შეადგინა, რაც ძირითადად Sportage-ს Seltos-ის და Sorento-ს მოდელის ავტომობილებზე მოდიოდა.
Kia-ს წინა რეკორდი, რომელიც 2014 წელს დაფიქსირდა, იყო წელიწადში დაახლოებით 3,03 მილიონი ავტომობილის გაყიდვა.
აღნიშნულია, რომ 2023 წლის სტატისტიკით, Kia-ს საზღვარგარეთ მიწოდება წინა წელთან შედარებით 6,7%-ით გაიზარდა და 2,516,383 ერთეული შეადგინა, შიდა გაყიდვები კი 4,6%-ით გაიზარდა და 556,660 მანქანა შეადგინა.
2023 წელს Sportage იყო ყველაზე პოპულარული მოდელი საზღვარგარეთ. იგი გაიყიდა დაახლოებით 520,000 ერთეული, იმავდროულად Sorento იყო ყველაზე გაყიდვადი მოდელი სამხრეთ კორეაში (85,811 ერთეული).
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა