მესტიაში ზაფხულის სეზონი იხსნება. როგორც M.T.A Mestia-ში განმარტავენ, 8 ივნისიდან, ჰაწვალისა და ზურულდის საბაგიროები, ყოველდღე, 11:00-დან 17:00 საათამდე მიიღებს ვიზიტორებს.
აბონემენტის შეძენა შესაძლებელია კურორტის სალაროში. ხოლო თუ გასული სეზონებიდან მულტიქარდი შემოგრჩათ, 10-დღიანი აბონემენტის გააქტიურებას ამავე ბარათზე შეძლებთ.
„დაგეგმეთ შვებულება მესტიაში, აღმოაჩინეთ სვანეთის მთების სილამაზე, გასტრონომია და უძველესი კულტურა“, - აცხადებენ M.T.A Mestia-ში.
ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო კომპლექსი მესტიაში, ზურულდის მთაზე:
✅ გონდოლას ტიპის, 10 ადგილიანი,
✅გამტარუნარიანობა - საათში 1800 მგზავრი,
✅სიგრძე - 1421 მეტრი.
სვანეთის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში მზარდია. როგორც Business Insider Georgia-ს ტურისტულ კომპანია Mix travel georgia-ში განუცხადეს, სვანეთის მიმართულებით ძირითადად 3-დღიანი და 5-დღიანი ტურების ორგანიზება ხდება.
3-დღიანი ტურის ღირებულება 159 ლარია, ხოლო 5 დღიანის 249 ლარი, ფასი მოიცავს ტრანსპორტირებას, გიდის მომსახურებასა და სასტუმროს.
როგორც Mix travel georgia-ში აცხადებენ სვანეთის ტურებზე მოთხოვნა პიკს ივლისის შუა რიცხვებში აღწევს და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.
იგივე თემაზე:
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა