„WEEKEND -ი ჩვენთან განსხვავებულია, კომფორტული და 100 პროცენტით დატვირთული", - აცხადებს ,,ნიშატოს" დირექტორი ირმა მანჯავიძე Business Insider Georgia- თან და განმარტავს მიზეზსაც, რის გათვალისწინებითაც აკეთებს მომხმარებელი არჩევანს.
„სტუმრებს ყოველდღიურად ვმასპინძლობთ, მაგრამ WEEKEND -ი აშკარად გამორჩეულია. ამ მხრივ სექტემბერი განსაკუთრებით აქტიურია. პირველ შაბათს ქორწილით ვიწყებთ. გვახარებს ის ფაქტი, რომ წყვილი თავისი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენას ჩვენთან აღნიშნავს.
თუმცა ყველა შაბათ-კვირა წინასწარ დაჯავშნილია. მიზეზი მხიარული თავშეყრისთვის საკმაოდ ბევრია, მაგრამ ხუთ მთავარ ნიშანს გამოვყოფ: პირველი, რომ „ნიშატო“ ძალიან ახლოს არის თბილისთან, სულ 20 წუთის სავალზე, მეორეც - არაჩვეულებრივი ხედებია, ჩვენი ტერასიდან გაშლილი პანორამა მომხმარებელზე მომაჯადოებელ გავლენას ახდენს. მესამე, გვაქვს მრავალფეროვანი სერვისი, დასვენებასთან ერთად, სტუმარს შეუძლია ექსკურსია მოიწყოს და ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროს, რაშიც ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან.
გვაქვს მეოთხე მიზეზიც, კერძოდ, ვიზიტორს დაინტერესების შემთხვევაში ვთავაზობთ მარნის ტურს, რაც სანახაობრივად ძალიან საინტერესოა და მეხუთეც, დამსვენებლებს აქვთ შესაძლებლობაც, ეწვიონ ,,სესამოვრას" რეზორტსა და სპას, აქვეა აუზიც, სადაც დასვენება შეუძლიათ", - განმარტავს ირმა მანჯავიძე.
მისი თქმით, შაბათ-კვირის დღეებზე ზოგჯერ მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე სივრცე ამის საშუალებას იძლევა. ამიტომ კარგი ამინდის შემთხვევაში სტუმრებს რესტორანი ტერასაზეც მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ ,,ნიშატო" სულ რაღაც 2 თვის წინ დაფუძნდა. კომპანიაში ამ ეტაპზე 8 ადამიანია დასაქმებული და ამ მაჩვენებლის 25-მდე ზრდა იგეგმება.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა