დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხუთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა

ხუთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა

18-09-2023 11:48:38

სებ-ის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილები წლიურად 14.1%-ით შემცირდა და 287.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების შემცირება დაფიქსირდა რუსეთიდან (-45.6% წ/წ, -18.3% თ/თ, მთლიანის 21.0%) და ისრაელიდან (-6.7% წ/წ).

თუმცა, ამავდროულად, გზავნილების მაღალ წლიურ ზრდას ჰქონდა ადგილი შემდეგი ქვეყნებიდან:

  • იტალია (+23.0%),
  • აშშ (+37.6%),
  • გერმანია (+33.5%),
  • საბერძნეთი (+6.0%), 
  • ყაზახეთი (+54.9%).

ჯამურად, 2023 წლის პირველ 8 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და 3.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები