დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში - პრემიერი

ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში - პრემიერი

24-07-2023 14:28:36

ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია და ვახსენებ, რომ ჩემი პირველი ვიზიტია ხორვატიაში, ქვეყანაში, სადაც საქართველო ახლო მეგობრად და სანდო პარტნიორად მივიჩნევთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძვირფასო მეგობარო მოწვევისთვის და თბილი მიღებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ხორვატიასთან ურთიერთობას. ეს არის სამაგალითო სახელმწიფო საქართველოსთვის, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. 30 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ხორვატიამ საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირები სისრულეში მოიყვანა, როდესაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.  ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდში მან ქმედითად დაასრულა ევროკავშირში ინტეგრატიის პროცესი, როდესაც ევროზონასა და შენგენის სივრცეს მიუერთდა.
წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ამასთანავე, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ზაგრებში ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო. ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

ასევე მინდა ვახსენო, რამდენად ვაფასებთ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს. 

განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ პლენკოვიჩის ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური მისწრაფების გზაზე

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ტერიტორიული მსგავსება  მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებაში და ხალხთა შორის მნიშვნელოვან ურთიერთობებს დაამყარებს", - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები