ხორბლის ფქვილის, ქერისა და ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მომსახურების საფასურების მოქმედების ვადა 2025 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილება შევიდა „სსიპ–შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 ოქტომბრის №388 დადგენილებაში.
განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 2025 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე, 157-ე და 158-ე გრაფებით გათვალისწინებული, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის, ქერისა და ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმების მომსახურების საფასურების მოქმედების ვადა.
2025 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა ასევე 156-ე - 158-ე გრაფების მიხედვით მომსახურების გაწევასას, მთავრობის N96 დადგენილების 123 მუხლის მე 3 - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათების და შეზღუდვების ვადა.
უახლესი
22 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით