დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ხობი 2 ჰესის" მშენებლობაზე 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილია ადგილობრივია

„ხობი 2 ჰესის" მშენებლობაზე 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილია ადგილობრივია

29-07-2023 01:07:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი "ხობი 2 ჰესის" მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. სადგური სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 46,7 მგვტ, ხოლო წელიწადში მას 202 მლნ კვტ.სთ - ის გამომუშავება შეუძლია. სადგურის პროექტის ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით  63,1 მლნ.აშშ. დოლარი შეადგინა.

„ხობი 2 ჰესი" მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტია სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში. უშუალოდ მშენებლობის პროცესში 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილია ადგილობრივია. სადგურის ამოქმედება რეგიონის ელექტრომომარაგებას კიდევ უფრო მდგრადს და სტაბილურს გახდის, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტს მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავალი ექნება," - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ,,ხობი 2 ჰესის" მშენებლობაზე გაფორმდა 2015 წელს. სადგური ექსპლუატაციაში 2023 წლის ბოლოს შევა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები